Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში გაგრძელდა ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკება


12 ივნისს ვენაში გაგრძელდა ირანის და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების, ასევე გერმანიის, მოლაპარაკება თეირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების აღდგენის გარშემო.

ევროპელი დიპლომატების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკება იმართება აშშ-ის და ირანის წარმომადგენლების არაპირდაპირი კონტაქტების პარალელურად.

მიზანი მოლაპარაკებისა, რომლის ხუთი რაუნდი შედგა უკვე, ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნება და ირანის მიერ აღებული ვალდებულებების კვლავ შესრულებაა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკო მაასმა მოუწოდა მონაწილე მხარეებს მოქნილობისა და პრაგმატულობისკენ.

ევროკავშირის წარმომადგენლმა, ალან მატონმა განაცხადა, რომ წინ მივდივართ, მაგრამ ახლა ინტენსიური მოლაპარაკება ეხება „ნაბიჯებს, თუ როგორ მოხდეს ამ საკითხების განხორციელება“. ახლა დელეგაციები გააგრძელებენ მსჯელობას სხვა ფორმატში საჭირო ზომების შესახებ, თქვა მან. ევროკავშირი, მატონის თქმით, გააგრძელებს მოლაპარაკებას ერთი მხრივ შეთანხმების მონაწილეებთან და ცალკე, აშშ-ის წარმომადგენლებთან.

რუსეთის წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმა, განაცხადა, რომ კვირები დაგვჭირდება საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად... „ამ ეტაპზე მთავარია, როგორ განვახორციელოთ შეთანხმება: ვინ, რას და როდის გააკეთებს“, თქვა ულიანოვმა.

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმება მიღწეული იქნა 2015 წელს. ის ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას თეირანისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. 2018 წელს აშშ-მა დატოვა შეთანხმება და ახალი სანქციების დაუწესა ირანს, რომელმაც სამაგიეროდ ეტაპობრივად დაიწყო ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა.

აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აპირებს ბირთვულ შეთანხმებას დაბრუნებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG