Accessibility links

site logo site logo

"დიდი შვიდეული" სამიტის ბოლო დღეს კლიმატის ცვლილებებზე მსჯელობს


Extinction Rebellion-ის - გარემოს დამცველების აქცია "დიდი შვიდეულის" სამიტის დღეებში, 11 ივნისს კორნუელში.

„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეები სამდღიანი შეხვედრის ბოლოს დღეს კლიმატის ცვლილების თემის გარშემო მსჯელობენ. ბუნების მკვლევარი, დევიდ ატენბორო, გამოდის გაფრთხილებით, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა ზომების მიღება, რათა ადამიანის მიერ გამოწვეული გარემოს კატასტროფა თავიდან იქნეს აცილებული.

„დიდი შვიდეული“ კისრულობს ვალდებულებას, 2015 წლამდე მიღწეული იქნას ნახშირბადის გამოყოფის შგეწყვეტა. მაგრამ გარემოს ბევრი დამცველი ამბობს, რომ ეს უკვე დაგვიანებული იქნება.

ბრიტანეთში მიმდინარე სამიტის მონაწილეები გეგმავენ გამოაცხადონ დაფინანსების ახალი „მწვანე გეგმა“, რათა დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს ნახშირბადის ემისიის შემცირებაში. ატენბორო ვიდეო კავშირის გზით „დიდი შვიდეულსთვის“ მიმართაში, 13 ივნისს, ამბობს, რომ გლობალური დათბობა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების გაქრობა „ეჭვგარეშეა“ ისევე, როგორც ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოებები და ქვეყნები არათანასწორი არიან“.

სამიტის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ კომენტარში ატენბორო ამბობს: „შეკითხვა, რომელსაც მეცნიერება გვავალდებულებს, დავუსვათ საკუთარ თავს 2021 წელს, შემდეგია: ვიმყოფებით თუ არა ამ ერთმანეთში გადახლართული ფაქტების გამო ახლოს იმასთან, რომ მთელი პლანეტის დესტაბილიზაცია მოხდეს?“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG