Accessibility links

site logo site logo

რუსეთში სწრაფად იზრდება კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი


მოსკოვის "ბელარუსკის" რკინიგზის სადგური. 2021 წლის 11 ივნისი.

რუსეთი კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ იუწყება 13 ივნისს, ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც მოსკოვის მერმა,სერგეი სობიანინმა, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს მოთხოვა, სახლში დარჩნენ და სამსახურში არ წავიდნენ მომავალ კვირას.

სურ, რუსეთში კოვიდ -19-ის 14723 ახალი შემთხვევა აღირიცხა, აქედან - 7704 მოსკოვში, რაც ამ ქვეყნისთვის ერთი დღის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 13 თებერვლის შემდეგ.

საკუთრივ მოსკოვში, ინფექციის ერთ დღეში აღრიცხული ახალი შემთხვევების რიცხვი ყველაზე მაღალია 24 დეკემბრის შემდეგ.

კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრივი ჯგუფის განცხადებით, 357 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსთან დაკავშირებული მიზეზებით მთელ ქვეყანაში, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 126 430-ს მიაღწია.

სტატისტიკის ფედერალურ სააგენტოს მონაცემებით, რუსეთში კოვიდ-19-თან დაკავშირებით აღნუსხულია დაახლოებით 270 000 სიკვდილის შემთხვევა 2020 წლის აპრილსა და 2021 წლის აპრილს შორის.

12 ივნისს მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, განაცხადა, რომ რესტორნები, ბარები და მსგავსი დაწესებულებები ვეღარ მოემსახურებიან მომხმარებლებს საღამოს 11 საათის შემდეგ, მინიმუმ 20 ივნისამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG