Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში ბირთვული მოლაპარაკების რუსი და ირანელი მონაწილეები არ მოელიან, რომ შეთანხმება სწრაფად მოხდება   


ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წლის შეთანხმების აღდგენის გარშემო ვენაში მიმდინარე მოლაპარაკების რუსი და ირანელი მონაწილეები, რომლებიც მსოფლიოს სახელმწიფოებთან მართავენ შეხვედრებს, თვლიან, რომ საბოლოო მორიგება სწრაფად ვერ მოხდება.

აბას არაყჩიმ, თეირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, 12 ივნისის საღამოს, განაცხადა, რომ, მისი აზრით, ისინი ვერ შეძლებენ მოლაპარაკებების დასრულებას ამ კვირაში, ირანის 18 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

„პირადად მე, არ მგონია, რომ ჩვენ მოვახერხებთ მივაღწიოთ საბოლოო შედეგს ვენაში, ამ კვირაში", - მოჰყავს სახელმწიფო მედიას არაყჩის სიტყვები.

მიხაილ ულიანოვმა, რუსეთის წარმომადგენელმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ჩვენ კიდევ ერთი ორი კვირა დაგვჭირდება, რომ არსებული ტექსტი გავასუფთაოთ და მეორად თემებს კვადრატული ფრჩხილები მოვხსნათ. ჩვენ ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ ეს შეთანხმება".

ირანი 18 ივნისს კენჭს უყრის ახალ პრეზიდენტს, რომელმაც უნდა შეცვალოს ჰასან როჰანი.

ორი ოთხწლიანი ვადით პრეზიდენტობის შემდეგ, როჰანის აღარ აქვს კენჭისყრის უფლება. ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და ირანის წარმომადგენლები ავსტრიის დედაქალაქში ხვდებიან ერთმანეთს იმის მცდელობით, რომ ვაშინგტონი კვლავ შეუერთდეს შეთანხმებას, რომელიც მან 2018 წელს ცალმხრივად დატოვა, თეირანმა კი, კვლავ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG