Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 10 442 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 311 შემთხვევა. უქმე დღეს, კვირას, როგორც წესი, ტესტირების მაჩვენებელი შემცირებულია.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2.98%;
  • ბოლო 7 დღის - 2.3%;
  • ბოლო 14 დღის - 2.61%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 936-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 728 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 207 470 აცრა. მათგან სრულად, ორივე დოზით აცრილია 66 265 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 354 276 შემთხვევა. მათგან 340 328 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5060 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ივნისში:

1 ივნისი - ახალი შემთხვევა 1233(ტესტი 32 930). გარდაცვლილი 31;

2 ივნისი - ახალი შემთხვევა 954(ტესტი 30 603). გარდაცვლილი 30;

3 ივნისი - ახალი შემთხვევა 833(ტესტი 28 191). გარდაცვლილი 19;

4 ივნისი - ახალი შემთხვევა 799(ტესტი 30 026). გარდაცვლილი 23;

5 ივნისი - ახალი შემთხვევა 832(ტესტი 31409). გარდაცვლილი 17;

6 ივნისი - ახალი შემთხვევა 504(ტესტი 18 288). გარდაცვლილი 17;

7 ივნისი - ახალი შემთხვევა 307(ტესტი 11 117). გარდაცვლილი 24;

8 ივნისი - ახალი შემთხვევა 1023(ტესტი 29 517). გარდაცვლილი 17;

9 ივნისი - ახალი შემთხვევა 821(ტესტი 38 478). გარდაცვლილი 31;

10 ივნისი - ახალი შემთხვევა 705(ტესტი 33 253). გარდაცვლილი 14;

11 ივნისი - ახალი შემთხვევა 695(ტესტი 37 842). გარდაცვლილი 16;

12 ივნისი - ახალი შემთხვევა 794(ტესტი 40 667). გარდაცვლილი 22;

13 ივნისი - ახალი შემთხვევა 522(ტესტი 21 922). გარდაცვლილი 14;

14 ივნისი - ახალი შემთხვევა 311(ტესტი 10 442). გარდაცვლილი 12.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG