Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 18%-ით მოიმატა საგარეო სავაჭრო ბრუნვამ


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ ხუთ თვეში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 019.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2%-ით მეტია.

„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ექსპრეს-მონაცემებით, ექსპორტი 24.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 15.7%-ით.

წლის პირველ ხუთ თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7%.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ზრდა მარტის შემდეგ დაიწყო. 2021 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წელთან შედარებით, კლება 12% იყო, ხოლო იანვარ-მარტში - 0.3%.

2021 წლის იანვარ-აპრილში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.8%-ით გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG