Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზი" არ მუშაობს


საქართველოს ენერგოსისტემაში ავარიის გამო, მგზავრების მიღება შეწყვიტა თბილისის მეტროს მეორე, ე.წ. საბურთალოს ხაზმა. მუშაობას აგრძელებს პირველი ხაზი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ძაბვის ვარდნის გამო, გარკვეული ხნით შეფერხებული იყო ესკალატორების მუშაობა, რომელიც უკვე აღდგენილია.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG