Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშაობას შეუდგა ისრაელის ახალი მთავრობა


14 ივნისს მუშაობას შეუდგა ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა წინა დღეს მცირე უპირატესობით დაამტკიცა მისი კოალიციური მთავრობა, რითიც დასრულდა პრემიერის პოსტზე ბენიამინ ნეთანიაჰუს მუშაობის 12-წლიანი პერიოდი.

ბენეტმა ქვეყნის პრეზიდენტს, რეუვენ რივლინს იერუსალიმში წარუდგინა 27-წევრისგან შემდგარი კაბინეტი. ისრაელის პრეზიდენტმა და ახალი მთავრობის წევრებმა ერთობლივი ოფიციალური ფოტო გადაიღეს. ამის შემდეგ კაბინეტის წევრებმა თანამშრომლებთან გამართეს შეხვედრები.

ულტრანაციონალისტური პარტია "იამინის" ლიდერი, 49 წლის ბენეტი ტექნოლოგიების სფეროს მილიონერია და წარსულში საგანგებო ძალებს ხელმძღვანელობდა. ახალი მმართველი კოალიცია ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ბენეტი და ცენტრისტული "იეშ ატიდის" ლიდერი, იაირ ლაპიდი შეთანხმდნენ ფართო მმართველ ალიანსზე, რომელიც გააერთიანებს მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტულ და არაბთა პარტიებს. ძალაუფლების განაწილების შეთანხმებით, ბენეტი პრემიერ-მინისტრად მუშაობას 2023 წლის სექტემბრამდე გააგრძელებს და შემდეგ თანამდებობას კიდევ ორი წლით ლაპიდს გადასცემს.

14 ივნისს, მოგვიანებით დანიშნულია ძალაუფლების გადაცემის შეხვედრა ბენეტსა და ნეთანიაჰუს შორის, მაგრამ იმ ტრადიციული ცერემონიის გარეშე, რომელიც ახლავს ხოლმე მთავრობის შეცვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG