Accessibility links

site logo site logo

4 დიდი ქალაქის ბაღებში გონებრივი განვითარებისთვის საჭირო ნივთებზე ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლებს ხარჯავენ - აუდიტი


აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქის საბავშვო ბაღებში ბავშვთა ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ინვენტარზე ბიუჯეტის თანხის 1 პროცენტზე ნაკლები იხარჯება. აუდიტორები 2014-2019 წლის მონაცემების შესწავლის შედეგად ასკვნიან, რომ თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას.

მონაცემების შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ მსგავსი ინვენტარისთვის ბაღების ბიუჯეტის მხოლოდ 0,04%-დან 0,7 პროცენტამდე იხარჯება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ დახარჯულ 1000 ლარზე ინტელექტუალური განვითარებისთვის მაქსიმუმ 40 თეთრიდან 7 ლარამდე იხარჯება.

2014-2019 წლებში:

  • ქუთაისის ბაღებში, 5 წლის განმავლობაში, შეძენილია მხოლოდ 19,1 ათასი ლარის ღირებულების სათამაშოები და საბავშვო წიგნები, რაც მთლიანი ხარჯის 0,04%-ია;
  • რუსთავში ეს ხარჯი 215,6 ათასი ლარია, მთლიანი ხარჯის − 0,7%;
  • ფოთში დახარჯულია 20,7 ათასი ლარი, მთლიანი გადასახდელების − 0,2%;
  • სათამაშოებისა და საბავშვო წიგნების შეძენაში ყველაზე დიდი თანხა, 475,6 ათასი ლარი დახარჯულია თბილისის ბაღებში, თუმცა ბაღების ჯამურ დაფინანსებაში მისი წილი მცირეა და 0,08%-ია.

„ბავშვების ინტელექტუალური უნარების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სათამაშოები და სხვადასხვა ტიპის წიგნები, რომლებიც მათ ეხმარება შეიცნონ სამყარო. აღნიშნული ტიპის ინვენტარი უმნიშვნელოვანესია აღმზრდელობითი ფუნქციის შესასრულებლად... აღნიშნული ტიპის აქტივებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისათვის, ასევე ბაღების გადასვლა მოვლის პრინციპიდან − აღმზრდელობით საქმიანობაზე, შეუძლებელია შესაბამისი ინვენტარის გარეშე სათანადოდ განხორციელდეს“, - აღნიშნავენ აუდიტის სამსახურში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG