Accessibility links

site logo site logo

ნატოელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ დაუპირისპირდებიან ჩინეთის აღზევებას, რუსეთის "აგრესიულ" მოქმედებას


ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთიანობა და ერთგულება აღუთქვეს დასავლეთის სამხედრო ალიანსის ერთობლივ თავდაცვის მუხლს, ჩინეთის აღზევების, რუსეთის "აგრესიული ქმედებების" და ნებისმიერი სხვა, სახელმწიფო ან არასახელმწიფო ძალებისგან მომდინარე საფრთხეების წინაშე.

"ერთიანები და მიზანსწრაფულები ვართ ერთმანეთის დაცვის მიმართ ჩვენს შესაძლებლობაში და ერთგულებაში" - ამბობენ ლიდერები 14 ივნისს, ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გამართულ ერთდღიან სამიტზე მიიღეს. დოკუმენტის თანახმად, მოკავშირეები "შეინარჩუნებენ და კიდევ უფრო განავითარებენ მთელს სპექტრს მზადყოფნაში მყოფი ძალებისა და შესაძლებლობებისა, რაც საჭიროა მყარი შეკავების და თავდაცვისთვის, და ალიანსს უზრუნველყოფენ შესაძლებლობების ფართო სპექტრით საიმისოდ, რომ გამოიკვეთოს ჩვენი პასუხი ნებისმიერ ვითარებაზე, თუ საფრთხეზე".

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, "ყველა ლიდერი შეთანხმდა, რომ გლობალური კონკურენციის ეპოქაში ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა ძლიერად უნდა დადგნენ ერთად ნატოში, რათა დაიცვან ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ინტერესები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა რუსეთის და ჩინეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები გამოწვევას უქმნიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს".

სამიტზე ჩასვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოს უწოდა "კრიტიკულად მნიშვნელოვანი" ამერიკის ინტერესებისთვის. "მეხუთე მუხლი საკრალური ვალდებულებაა" - განაცხადა ბაიდენმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების ერთობლივი თავდაცვის დოქტრინა. "მსურს სრულიად ევროპამ იცოდეს, რომ აშშ აქ არის" - დასძინა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG