Accessibility links

site logo site logo

აშშ ავღანეთს "მძლავრ და სერიოზულ" დახმარებას გაუწევს ძალების გამოყვანის შემდეგაც


როს უილსონი

ქაბულში აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატი ამბობს, რომ აშშ გააგრძელებს ავღანეთისთვის "მძლავრი და სერიოზული" დახმარების გაწევას მას შემდეგ, რაც 11 სექტემბრისთვის ქვეყანას ამერიკელი სამხედროები დატოვებენ.

ქაბულში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა რადიო თავისუფლებას 14 ივნისს უთხრა, ავღანეთში აშშ-ის პოლიტიკის უპირველესი ინტერესია ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რომ გაუმჯობესდეს საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობის პოზიციებიო. უილსონის თქმით, ეს ნიშნავს "დახმარებას უსაფრთხოების სფეროში, რაც გაგრძელდება მძლავრი და სერიოზული ფორმით" - ისევე, როგორც "ეკონომიკური და ჰუმანიტარული" მხარდაჭერა.

მას შემდეგ, რაც 1 მაისს ქვეყნიდან საერთაშორისო სამხედრო ძალებმა გასვლა დაიწყეს, თალიბანმა ქაბულთან ახლოს სტრატეგიული ოლქები დაიკავა. ექსტრემისტულმა ჯგუფმა ასევე დაიკავა ავღანეთის მთავრობის უსაფრთხოების ძალების სამხედრო პუნქტები და არაერთ ქალაქს თუ სოფელს მიაყენა ზარალი. თალიბანის მიერ მიღწეულმა სამხედრო წარმატებამ გაზარდა შეშფოთება, რომ მათ, შესაძლოა, საერთაშორისო ძალების გასვლის შემდეგ დაამხონ ავღანეთის მთავრობა. მაგრამ აშშ აცხადებს, რომ გააგრძელებს 273,000 კაცისგან შემდგარი ავღანეთის სახელმწიფო არმიის და პოლიციის დაფინანსებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG