Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა გააუქმა პანდემიის გამო მოქმედი ერთ-ერთი ბოლო შეზღუდვა


დღეიდან, 15 ივნისიდან ისრაელში სავალდებულო აღარ არის საზოგადოებრივ სივრცეებსა და დაწესებულებებში ნიღბის გამოყენება. ეს იყო კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი ბოლო შეზღუდვა.

ამასთან, როგორც გამოცემა Jerusalem Post-ი წერს, აუცრელი პირებისთვის ნიღბით ყოფნა ისევ სავალდებულოა ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის, სოციალური მომსახურების და ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებებში.

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, ისრაელში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებით უკვე აცრილია მოქალაქეების თითქმის 59%. ინფიცირების ახალი შემთხვევები მინიმუმამდეა დასული. პანდემიის განმავლობაში ისრაელში კორონავირუსული ინფექციით დაავადდა 830 ათასზე მეტი ადამიანი და 6400-ზე მეტი გარდაიცვალა. ქვეყნის მოსახლეობა 9 მილიონზე მეტია.

პანდემიის გამო, ისრაელში ისევ მაქიმალურადაა შეზღუდული უცხოეთის ქვეყნებიდან ჩასვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG