Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა


დმანისიდან დასავლეთით, 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 2.9 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 02:47 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგი 12 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

სოფელ სამებასთან ორი, 3.2 და 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო 6 ივნისსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG