Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-ინფიცირებული აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშებიან


2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშებიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდის ჩაბარების დროს კორონავირუსი ექნებათ. გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ მიიღო და მათ გამოცდების სხვა დროს ჩაბარების საშუალებას მისცემს. გამოცდა ჩაინიშნება მინიმუმ ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ.

​"გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა", - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა.

საგამოცდო ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინო სივრცეებს იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული კოვიდ-19.

წელს უკვე მეორედ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები კორონავირუსის პანდემიის პირობებში. გასულ წელს თუ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, ის ეთიშებოდა საგამოცდო პროცესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG