Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ევროკავშირმა კომპრომისს მიაღწიეს ავიაკონცერნების სუბსიდირების შესახებ დავაში


მარცხნიდან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ბრიუსელი, 15 ივნისი.
მარცხნიდან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ბრიუსელი, 15 ივნისი.

აშშ-მა და ევროკავშირმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს ავიაკონცერნების სუბსიდირების თაობაზე ხანგრძლივ დავაში. ვაშინგტონი დათანხმდა, გარკვეულ პირობებში ევროპას ხუთი წლით შეუჩეროს საბაჟო გადასახადები. გადასახადები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იყო სანქცირებული კომპანია კომპანია Airbus-ის უსამართლო სუბსიდიებისთვის გამო - თვითმფრინავების უმსხვილესი მწარმოებლისა და ამერიკული კონცერნი Boeing-ის მთავარი კონკურენტისა.

კომპრომისი მიღწეულ იქნა, რათა მხარეებმა ძალისხმევა გააერთიანონ ავიამშენებლობის სექტორში ჩინეთის არასაბაზრო მოქმედებებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

ევროპის ლიდერებმა სამშაბათს გულთბილად მიიღეს ბაიდენი, რომელმაც შეცვალა ევროკავშირის მიმართ მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ არჩეული კურსი. ტრამპის პრეზიდენტობის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში ვაშინგტონმა ევროპელ პარტნიორებს დაუწესა საბაჟო გადასახადები ღვინოსა და ყველზე, ასევე ტრამპი მათ აკრიტიკებდა თავდაცვასა და ნატოს ბიუჯეტში არასაკმარისი შენატანისთვის.

მოუგვარებელი რჩება ტრანსატლანტიკური დავა ფოლადსა და ალუმინზე ბაჟის თაობაზე.

სამიტზე გადაწყდა, შეიქმნას აშშ-ევროკავშირის საბჭო ვაჭრობისა და ტექნოლოგიის სფეროში.

ვაშინგტონი და ბრიუსელი ასევე იწყებენ დიალოგს თემაზე „რუსეთი, კიბერპრობლემები და მიგრაცია“, იტყობინება თეთრი სახლი.

სამშაბათს გამართული მოლაპარაკებების დროს განიხილეს ასევე ისეთი საკითხები, როგორებიცაა კორონავირუსის პანდემიისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა.

აშშ-მა და ევროკავშირმა მხარდაჭერა დაუდასტურეს ინიციატივა COVAX-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება კლიმატს, აშშ-მა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ დაადასტურებენ კლიმატის თაობაზე პარიზის 2015 წლის შეთანხმებისადმი ერთგულებას, 2050 წლისთვის კი აპირებენ კლიმატურად ნეიტრალური ეკონომიკები იყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG