Accessibility links

site logo site logo

მეზვრიშვილი: არ შეუქმნის პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციას არც „ოცნებას“ და არც ოპოზიციას


ნათია მეზვრიშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თაოსნობით დაფუძნებული პარტიის „საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა „TV პირველის" ეთერში უპასუხა შეკითხვას, თუკი კოალიციის საკითხი დადგება დღის წესრიგში, პარტია შეუქმნის თუ არა ბიძინა ივანიშვილს კოალიციას? მეზვრიშვილი პასუხობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით „საქართველოსთვის" კოალიციას არ შექმნის არც „ქართულ ოცნებასთან" და არც ოპოზიციასთან.

„ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არ იქნება, ამას გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი, ყველამ კარგად ვიცით, ეს ყველაფერი რაზეა მიბმული, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება კოალიციას, დღეს პარტიას „საქართველოსთვის“ არ სჭირდება არავისთან კოალიცია, თუ პირდაპირ გნებავთ ამ კითხვაზე პასუხი, ძალიან მარტივია: არა, არ შეუქმნის პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციას „ქართულ ოცნებას“, არც ოპოზიციას. ხვალ რა იქნება ამას გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი", - თქვა მეზვრიშვილმა.

„შარლ მიშელის შეთანხმებაში" ნათქვამია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG