Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში მოახლოებული არჩევნების წინ რუსი "კიბერაგენტები" გააქტიურდნენ


რუსეთიდან გააქტიურდა „კიბერაგენტების“ შეტევები გერმანიის პოლიტიკურ პარტიებსა და ფონდებზე. ამის შესახებ საუბარია ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაიდუმლოებულ ანგარიშში, რომელიც ტელეკომპანია ARD-მ მოიპოვა.

დოკუმენტის თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირაში გააქტიურებული „კიბერაგენტების“ მიზანი იყო სხვადასხვა ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტიდან კონფიდენციალური მონაცემების მოპოვება. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე მსგავს თავდასხმებს სერიოზულ საფრთხედ აფასებს და შიშობს, რომ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლოა, ემსახურებოდეს არა მხოლოდ შპიონაჟის მიზნებს, არამედ გამოყენებული იყოს დეზინფორმაციისა და რუსეთის სასარგებლოდ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის.

დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს კიბერთავდასხმებსა და არჩევნებში ჩარევის მცდელობებში. 14 ივნისს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს კიბერშეტევებისგან დაცვის პოლიტიკას და დაადასტურეს, რომ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე სერიოზული კიბერთავდასხმა მთელი ალიანსის საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG