Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კაცებს ქალებზე მაღალი ხელფასი აქვთ თითქმის ყველა სფეროში - საქსტატი


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვენებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 %-ით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.

საქსტატის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალებისას.

2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების - 1 473.4 ლარით განისაზღვრა. ქალების წლიური ხელფასი 62.5 ლარით გაიზარდა, ხოლო კაცების - 49.5 ლარით.

რაც შეეხება საშუალოზე მაღალი ანაზღაურების მქონე სფეროებს, ესენია:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით);

• მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით)

2021 წლის 1-ელ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 56.5 ლარით გაიზარდა და 1 283.5 ლარი შეადგინა.

ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (2 319.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30.5 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 204.0 ლარი, გაიზარდა 14.7 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2021 წლის 1-ელ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.2 ლარით გაიზარდა და 1 213.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს, - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG