Accessibility links

site logo site logo

ლიეტუვამ და ესტონეთმა რუსეთი დაადანაშაულეს მათი საჰაერო სივრცის დარღვევაში


რუსული ავიაგამანადგურებელი СУ-35С

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა და მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივნისს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი, ბალტიის ზღვის თავზე უკანონოდ შევიდა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში.

ანალოგიური ქმედების გამო, რუსეთს პროტესტი გამოუცხადა ესტონეთმაც. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, СУ-35С-ის ტიპის ორმა ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე 15 ივნისს დაარღვია.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრის თანახმად, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე წელს უკვე მეოთხედ დაარღვიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG