Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე რეფორმისტმა  და ორმა კონსერვატორმა უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე


ირანის საპრეზიდენტო კანდიდატის, რეფორმისტად მიჩნეული, აბდოლნასერ ჰემათის მხარდამჭერები თეირანის ქუჩაში. 2021 წლის 16 ივნისი
ირანის საპრეზიდენტო კანდიდატის, რეფორმისტად მიჩნეული, აბდოლნასერ ჰემათის მხარდამჭერები თეირანის ქუჩაში. 2021 წლის 16 ივნისი

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 18 ივნისს იმართება, ჩამოშორდა ერთი რეფორმისტი კანდიდატი და ორი მკაცრი ხაზის მომხრე კონსერვატორი კანდიდატი. ჰასან როჰანის მემკვიდრეობისთვის იბრძოლებს მხოლოდ ოთხი პოლიტიკოსი.

მოელიან, რომ კენჭისყრაში გამარჯვებული იქნება ულტრაკონსერვატორი იუსტიციის მინისტრი, ებრაჰიმ რაისის. რეფორმისტი პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის დროს ვიცეპრეზიდენტი, მოჰსენ მეჰრალიზადე, არჩევნებს გამოეთიშა 16 ივნისს, სავარაუდოდ იმის გამო, რათა გზა დაეთმო ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, აბდოლნასერ ჰემათისთვის, რომელიც ზომიერ პოლიტიკოსად ითვლება.

მკაცრი ხაზის მქონე ორი კანდიდატი, ალირეზა ზაქანი და საიდ ჯალილი, ასევე გამოეთიშნენ არჩევნებს და მხარს უჭერენ რაისის, რომელიც უზენაეს ლიდერ აიათოლა აილი ხამენეისთან დაახლოებული პირია.

მეჰრალიზადე და ჰემათი იყვნენ ბოლო კანდიდატები, რომლებსაც რეფორმისტებად მიიჩნევენ.

მოელიან, რომ გამარჯვებული იქნება რაისი. შინაგან საქმეთა მინისტრმა, აბდოლრეზა რაჰმანი ფაზლიმ განაცხადა 16 ივნისს, რომ კენჭისყრაში მონაწილეთა რიცხვი ალბათ ნაკლები იქნება გასულ არჩევნებთან შედარებით, რის მიზეზიც კორონავირუსია.

ისლამური რესპუბლიკაში ხმის უფლების მქონეთა რიცხვი 60 მილიონს აღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG