Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინვესტიციების მოზიდვის შესახებ რუსეთის ელჩის სიტყვებმა ოკუპირებულ აფხაზეთში გაოცება გამოიწვია


ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტი საკმაოდ მკვეთრი ფორმით გამოეხმაურა რუსეთის ელჩის, ალექსეი დვინიანის განცხადებას ინვესტიციების მოზიდვის შესახებ.

ვიდეოხიდის დროს, რომლის თემაც გახლდათ „რუსეთის როლი აფხაზეთისა და სამხეთი ოსეთის ჩამოყალიბების საქმეში“, რუსმა დიპლომატმა აფხაზეთის პარლამენტს მოუწოდა, „არ შეეშინდეს თავის თვაზე პასუხსიმგებლობის აღებას“ და მხარი დაუჭიროს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას რუსული ინვესტიციების მოზიდვის საკითხში. სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტში აცხადებენ, რომ დვინინის ამ განცხადებამ სოხუმში დეპუტატთა გაოცება გამოიწვია.

აფხაზი კანონმბდებლები აცადებენ, რომ რუსული ინვესტიციების მოზიდვას არასოდეს აბრკოლებდა პოლიტიკური პრობლემები, ხოლო აფხაზეთის კანონები „საინვესტიციო საქმიანობის“ შესახებ სრულად შეესატყვისება თანამედროვე მოთხოვნებს.

„სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს რუსული ინვესტიციების არარსებობა სახალხო კრების საქმიანობის ბრალი იყო, ჩვენი აზრით, საფუძველშივე არასწორია და ეწინააღმდეგება სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებას. ამასთანავე ჩვენ ყოველთვის მადლიერებით აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციის როლს, რომელმაც 2008 წელს მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებკობის ცნობის შესახებ“, - აცხადებენ დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტარები.

მაგრამ სოხუმის პარლამენტში აცხადებენ, რომ საინვესტიციო პროექტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „აფხაზეთის მრავალეროვნული მოსახლეობის „ინტერსებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG