Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მგზავრები შოკირებული იყვნენ“ - მინსკი-თბილისის ავიარეისზე იჩხუბეს


სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, სავარაუდოდ, ქართველმა მგზავრმა თვითმფრინავში, რომელიც მინსკი-თბილისის რეისს ასრულებდა, შეურაცხყოფა მიაყენა ქალს. როგორც გამოცემა «Салiдарнасць»-ი უწყება მამაკაცი უხეშობის გამო თავისმა თანამემამულეებმა დასაჯეს.

„ყველანი შოკში იყვნენ“- აღწერენ მგზავრები ვითარებას, რომელთა თქმითაც მომხდარს ბორტზე მყოფი ქალები და ბავშვებიც ადევნებდნენ თვალს.

თვითმხილველის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი თბილისში დაჯდა, მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.

შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით, გამოკითხულია ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილებთაგან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG