Accessibility links

site logo site logo

მოსკოვში 15 დღით დააპატიმრეს პანკ ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ წევრი


ვერონიკა ნიკულშინა

პანკ ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ წევრ, ვერონიკა ნიკულშინას, 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც აქტივისტი პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში მიიჩნიეს დამნაშავედ.

ნიკულშინა წინა დღით დააკავეს, რადგან პოლიციამ ჩათვალა, რომ ის თითქოს სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ღონისძიების ჩაშლას აპირებდა.

ვერონიკა ნიკულშინა 16 ივნისს მოსკოვში თავის სახლთან ახლოს დააკავეს. ამის შემდეგ მისი ტელეფონი მიუწვდომელი გახდა. იგი მანამდე 12 ივნისსაც დააკავეს ლიუბლინაკაზე ინტერვიუს ჩაწერის დროს. პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ ნიკლუშინა თითქოს უწმაწურად იგინებოდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში სიგარეტს ეწეოდა. თავად აქტივისტი კი მიიჩნევს, რომ ის პრევენციულად დაააკვეს, რათა არ დაეშვათ „ფუსი რაიოტი“ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ "რუსეთის დღეზე".

თანაც ნიკულშინა აცხადებს, რომ არავითარი აქციის მოწყობას არ აპირებდა. მას წვრილმანი ხულიგნობის ოქმი გაუფორმეს და საღამოსვე გაათავისუფლეს.

როგორც „ფუს რაიოტის“ წევრის ადვოკატმა, სერგეი ტელნოვმა აცნობა რადიო თავისუფლებას, ვერონიკა ნუკულშინას ამჯერდა 15 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG