Accessibility links

site logo site logo

პარლამენტის ლოგოს შესაქმნელად კონკურსის გამოცხადება იგეგმება


საქართველოს პარლამენტის ლოგოს შექმნა საჯარო კონკურსით იგეგმება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

"საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტია და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის ლოგოს შემუშავებაში... მინდა, ყველა ჩაერთოს და საქართველოს პარლამენტის ლოგოს შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა, ვისაც ამის სურვილი ექნება", - განაცხადა კახა კუჭავამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG