Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატი, ქეთევან ხარაიძე, დააკავეს


ქეთევან ხარაიძე, მუნიციპალიტეტის დეპუტატი პარტია "იაბლოკოდან"
ქეთევან ხარაიძე, მუნიციპალიტეტის დეპუტატი პარტია "იაბლოკოდან"

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა წუხელ დააკავეს ტვერის რაიონის მუნიციპალიტეტის დეპუტატი, ქეთევან ხარაიძე, რომელიც, როგორც პარტია „იაბლოკოს“ წევრი, მაისში სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დეპუტატის დაკავებას წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლში. დეპუტატს ჩამოართვეს ტელეფონი, კომპიუტერი და პალტოს ჯიბიდან ამოღებული ათი ათასი რუსული რუბლი. თუმცა დაკავებამდე ხარაიძემ მეზობელს უთხრა, რომ ფული მას პალტოს ჯიბეში არ ედო.

ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ საგამოძებო კომიტეტის თანამშრომლებმა ბინა დატოვეს, მაგრამ შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ და აიძულეს ხარაიძე, გაეღო კარი ვითომცდა დაკითხვაზე გამოძახების განაწესის შესადგენად, რის შემდეგაც დეპუტატი ქალი დაკითხვაზე მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალურ ოლქში გადაიყვანეს.


ჯერჯერობით უცნობია, თუ სისხლის სამართლის რა მუხლით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ხარაიძესთან ადვოკატს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ.

პარტია „იაბლოკოს“ წარმომადგენელი ქეთევან ხარაიძე მოსკოვის ტვერის რაიონის მუნიციპალიტეტის დეპუტატია. საკუთარი ფეისბუკის გვერდზე იგი ხშირად საუბრობს რაიონის კეთილმოწყობის პრობლემატიკაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG