Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ AstraZeneca დაავალდებულა, ევროკავშირს მილიონობით დოზა ვაქცინა მიაწოდოს


ბრიუსელში პირველი ინსტანციის სასამართლომ კონცერნ AstraZeneca-ს ვალდებულება დააკისრა, ევროკავშირს 50 მილიონი დოზა კორონავირუსის ვაქცინა მიაწოდოს. ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ევროკავშირის „პოზიციას ამყარებს“. AstraZeneca-ს ხელმძღვანელობაც მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca, რომელიც დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ფარმაცევტული საწარმოა. მის პრესრელიზში ნათქვამია, რომ სასამართლომ ის დაავალდებულა 27 სექტემბრამდე 80 მილიონი დოზა მიაწოდოს დამკვეთს. AstraZeneca აცხადებს, რომ დღემდე მან 70 მილიონი დოზა მიაწოდა ევროკავშირს და ივნისის ბოლომდე „ბევრად მეტს“, 82,2 მლნ დოზას მიაწვდის.

ევროპის კომისიამ მაისის ბოლოს უჩივლა სასამართლოში AstraZeneca-ს და მას ბრალი დასდო უფრო ნაკლები რაოდენობის ვაქცინის მიწოდებაში, ვიდრე შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

XS
SM
MD
LG