Accessibility links

site logo site logo

სომხეთში პრემიერობის კანდიდატის ავტომობილზე, სავარაუდოდ, ტყვიის კვალი აღმოაჩინეს


სომხეთში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი „დემოკრატთა ალიანსის“ ბლოკიდან არმან ბაბაჯანიანი აცხადებს, რომ მის პირად ავტომანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

არმან ბაბაჯანიანი რადიო თავისუფლების სომხურ ბიუროსთან საუბარში აცხადებს, რომ მან სავარაუდო ტყვიის კვალი ავტომობილის საქარე მინაზე, 20 ივნისის დილით აღმოაჩინა.

მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ სავარაუდო სროლისას, მანქანაში არც ის და არც სხვა პირები არ იმყოფებოდნენ:

„ავტომობილი სახლთან მყავდა გაჩერებული. მე სახლში ვიყავი. სავარაუდოდ, ინციდენტი დილით მოხდა. სროლის ან სხვა მსგავსი ხმა არ გამიგია. გამოვედით სახლიდან, რათა შტაბში წავსულიყავით და ამ დროს მძღოლმა აღმოაჩინა, რომ მანქანას ესროლეს“.

„დემოკრატთა ალიანსი“ სამართალდამცავებს მოუწოდებს დროულად გამოიძიონ ფაქტი და დააკავონ დამნაშავე.

ამ დროისათვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

სომხეთში, 20 ივნისის დილიდან, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG