Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ოთხ წლამდე ბავშვი დაიხრჩო


გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კერძო საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ საბანაო აუზში ოთხ წლამდე ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა 21 ივნისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ვისთან ერთად იმყოფებოდა ბავშვი სახლში და რა გარემოებებში მოხდა მისი გარდაცვალება, ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილის ოჯახში ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG