Accessibility links

site logo site logo

ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორი კადიროვის კრიტიკოსებს დახოცვით დაემუქრა


ჩინგიზ ახმადოვი

ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიკომპანია „გროზნოს“ ხელმძღვანელი, ჩინგიზ ახმადოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერ, რამზან კადიროვის კრიტიკოსებსა და მტრებს საჯაროდ დაემუქრა.

„მე ახმად-ხაჯი კადიროვის შვილის, რამზან კადიროვის გვერდით ვდგავარ. და თუ საჭიროა ვინმეს მოკვლა, ვინც სიკვდილს იმსახურებს, მაშინ მას მოკვლავთ. თუ ვინმე საცემია - ვცემთ, თუ სიტყვაა სათქმელი, მაშინ სიტყვას ვიტყვით“, - ნათქვამია ახმადოვის მიერ ინსტაგრამით გავრცელებულ ვიდეოში.

ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიკომპანიის ხელმძღვანელი რამზან კადიროვის მტრებს, ჩეჩენი ხალხის და პირადად თავის მტრებად მიიჩნევს.

სახელმწიფო ტელე-რადიკომპანია „გროზნო“ ცნობილია იმით, რომ უფრო ადრე, „იუთუბის“ვიდეოჰოსტინგ ინტერნეტ-გამოცემა „პროექტს“ უჩივლა. ამის მიზეზი რამზან კადიროვისა და მისი ცოლების შესახებ მომზადებულ საგამოძიებო ფილმში მომჩივანის ტელეეთერში გასული სიუჟეტიდან პატარა ფრაგმენტის უნებართვოდ გამოყენება გახდა.

გამოძიების დასრულებამდე მოცემულ მომენტში ზემოხსნებული ვიდეო დაბლოკილია. მაგრამ „გროზნოს“ დირექტორი სიუჟეტის ყველა პლარფორმიდან მოხსნას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG