Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ხელისუფლებას სურს, რომ ისტორიული თეთრ-წითელი დროშა „ნაცისტური სიმბოლიკის“ სიაში შეიტანოს


ბელარუსის პროსამათავრობო ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოდის წინადადებით, რომ ბელარუსის ისტორიული თეთრ-წითელი დროშა და ლოზუნგი „გაუმარჯოს ბელარუსს“ („ჟიე ბელარუს“) ნაცისტური სიმბოლიკისა და ატრიბუტიკის სიაში შეიტანონ.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ეს იქნება ხელისუფლების მორიგი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც გასულ წელს თვითგამოცხადებული პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ არ დადგება თეთრ-წითელი დროშის ქვეშ, რადგან ის არის „ფაშისტური“.

ლუკაშენკამ მაისის ბოლოს მიიღო კანონი ნაციზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, რომლის ფარგლებში, აიკრძალა 1918 წელს დამტკიცებული სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოს - თეთრ-წითელი დროშების - გამოყენება.

თეთრ-წითელ-თეთრი დროშა, რომელსაც ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ბელარუსის ოპოზიცია იყენებს თავის სიმბოლოდ, სწორედ ლუკაშენკას მიერ იქნა შეცვლილი, 1995 წლის სადავო რეფერენდუმზე.

დროშა 1918 წლიდან გამოიყენებოდა ბელარუსის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქვეყნის გასაბჭოებამდე.

1991 წლიდან, საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თეთრ-წითელ-თეთრი ბაირაღი კვლავ აღდგა და იგი 1995 წლის რეფერენდუმამდე სახელმწიფო დროშად ითვლებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG