Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიმ ჩონ ინის დამ უარყო აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივა


კიმ იო ჩონი
კიმ იო ჩონი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩონ უნის გავლენიანმა დამ უარყო აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების განახლების პერსპექტივა. მისი თქმით, აშშ-ის მოლოდინი „მათ კიდევ უფრო დიდ იმედგაცრუებაში ჩააგდებდა“. კიმ იო ჩონმა, რომელსაც მაღალი თანამდებობა უჭირავს მმართველ პარტიაში, 22 ივნისს სახელმწიფო მედიაში განცხადება გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განვლილი კვირის ბოლოს „საინტერესო სიგნალები“ უწოდა მისი ძმის ამასწინანდელ განცხადებას, რომ ჩრდილოეთი კორეა დიალოგისთვისაც მზად უნდა იყოს და კონფრონტაციისთვისაც.

კიმ იო ჩონის განცხადება გამოქვეყნდა მაშინ, როცა ჩრდილოეთ კორეის საკითხებში აშშ-ის ახლად დანიშნული წარმომადგენელი სუნ კიმი სამხრეთ კორეაში იმყოფება ვიზიტით. როგორც აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა 21 ივნისს, ის იმედს გამოთქვამს, რომ ჩრდილოეთ კორეას დადებითი რეაქცია ექნება მოლაპარაკებების თაობაზე აშშ-ის წინადადებაზე, თუმცა, მისივე თქმით, ფხენიანის მიმართ სანქციები ძალაში დარჩება.

გასულ კვირაში მმართველი პარტიის ყრილობაზე კიმ ჩონ უნმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაავალა, მოემზადონ როგორც დიალოგის, ისე კონფრონტაციისთვის, „განსაკუთრებით - რათა სრულად ვიყოთ მზად კონფრონტაციისთვის“, რომ დავიცვათ ეროვნული უსაფრთხოება და ღირსება, იუწყება სახელმწიფო მედია.

განვლილი კვირების განმავლობაში კიმი დაიმუქრა, რომ გააძლიერებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას და რომ დიპლომატიისა და ორმხრივი ურთიერთობების ბედი დამოკიდებულია იმაზე, შეწყვეტს თუ არა ვაშინგტონი მტრულ პოლიტიკას. მან იგულისხმა სანქციები და აშშ-ის რეგულარული სამხედრო წვრთნები სამხრეთ კორეაში.

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი დიპლომატიური ძალისხმევა, რომლის მიზანია, ჩრდილოეთი კორეა ბირთვული პროგრამის გარეშე დატოვოს, შეჩერებულია 2019 წლის თებერვლიდან, როცა ვაშინგტონმა უარი თქვა ფხენიანის მოთხოვნებზე, კიდევ უფრო მეტად შემსუბუქდეს სანქციები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შესაძლებლობების ნაწილობრივი დათმობის ხარჯზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG