Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძის თქმით, თუ არ შესრულდება „შარლ მიშელის შეთანხმება“ დატოვებს პარლამენტის რიგებს


გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თუკი 19 აპრილს ხელმოწერილ დოკუმენტში შესული პუნქტები არ შესრულდება, ის დატოვებს პარლამენტის წევრის მანდატს.

„პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მე თუ შევხედე სადღაც ექვს თვეში, რომ ეს პარლამენტი ძველ გზას უბრუნდება და ამ დოკუმენტის მიუხედავად არაფერი სასიკეთო არ არის, როგორც შევედი, ისე გამოვალ [პარლამენტიდან]“, - თქვა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გრიგოლ ვაშაძემ.

პოლიტიკოსის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ამნისტიის საკითხზე შეთანხმებული პუნქტი. გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა.

„დაგვრჩა ერთი - საარჩევნო რეფორმის საკითხი. თუ აღმოჩნდა, რომ არაფერ სასიკეთოსკენ არ მივდივართ და ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებას, მოქალაქის უნდობლობას არჩევნების შედეგების მიმართ, აბსოლუტურად წყნარად გამოვალ იქიდან [პარლამენტიდან]“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელიც ბლოკის ენმ - „ძალა ერთობაშიას" საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 20 აპრილს მიიღო. მან ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG