Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 37 923 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 773 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2.04%;
  • ბოლო 7 დღის - 2.49%;
  • ბოლო 14 დღის - 2.42%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 575-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 3957 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 242 451 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 87 131 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 360 828 შემთხვევა. მათგან 346 792 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5211 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG