Accessibility links

site logo site logo

ენტონი ბლინკენი ბერლინში მოლაპარაკებებს მართავს ლიბიაში მშვიდობის პერსპექტივის თაობაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ბერლინში მოლაპარაკებებს გამართავს ევროპელ პარტნიორებთან და ლიბიის ეროვნული ერთობის დროებითი მთავრობის (GNU) წარმომადგენლებთან, რომელსაც გაერო უჭერს მხარს, რათა იმსჯელონ ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში მშვიდობის პერსპექტივებზე.

აშშ და მისი პარტნიორები კონფერენციას გამოიყენებენ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოუხატონ GNU-ს, რომელიც ეროვნული არჩევნებისთვის ემზადება, და მოუწოდონ უცხოეთის ჯარებსა და დაქირავებულ მებრძოლებს, დატოვონ ქვეყანა, განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა ლიბიის საკითხებში, რიჩარდ ნორლანდმა.

ნორლანდმა 21 ივნისს ასევე გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ უცხოეთის ძალებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ ლიბია და რომ ეს საკითხი ბერლინის მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის არჩევნები მნიშვნელოვანი, ისაა, რომ ლიბიის სრულად უფლებამოსილმა, ლეგიტიმურმა მთავრობამ შეძლოს „მიმართოს უცხოეთის მოთამაშეებს და თქვას, ‘დროა, თქვენი ჯარები გაიყვანოთ’“.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციამ 20 ათასამდე უცხოელ სამხედროს მოუწოდა, დატოვონ ქვეყანა. მათ შორის, გაეროს თანახმად, არიან დაქირავებული მეომრები რუსეთის სამხედრო კომპანია Vagner Group-დან, რომელსაც არაპირდაპირი კავშირები აქვს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG