Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დაბლოკა ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ათობით საინტერნეტო დომეინი


აშშ-ის ხელისუფლებამ ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის გამო დაბლოკა ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ათობით საინფორმაციო ვებსაიტის დომეინები, რომელთაგან ბევრს კავშირი აქვს დეზინფორმაციასთან ან აშშ-ში ტერორისტულად მიჩნეულ ორგანიზაციებთან.

აშშ-მა კონტროლი დაამყარა 33 ვებსაიტზე, რომლებსაც იყენებს ირანის ისლამური რადიოსა და ტელევიზიის კავშირი (IRTVU) და სამი ვებსაიტი, რომელსაც ირანის მხარდაჭერით მოქმედი გასამხედროებული ორგანიზაცია „ქათაიბ ჰიზბალა“ იყენებს, განაცხადა აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 22 ივნისს. სამინისტროს თანახმად, შარშან აშშ-ის მთავრობამ დაადგინა, რომ IRTVU-ს ფლობს ან აკონტროლებს ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსების „ყუდსის ძალები“. ეს პასუხი იყო ირანის რეჟიმის მიზანმიმართულ მცდელობაზე, ჩარეულიყო აშშ-ის საარჩევნო პროცესში და „უთანხმოების დათესვას“ ცდილიყო.

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 33 დომეინის მფლობელი აშშ-ის კომპანიაა და IRTVU-ს არ მოეპოვება მათი გამოყენების ლიცენზია, რაც აშშ-ის სანქციების დარღვევაა.

„ქათაიმ ჰიზბალა“ არის ერაყში მოქმედი ჯგუფი, რომელსაც სავარაუდოდ ირანი უჭერს მხარს და ის აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, მანაც დაარღვია სანქციები და აშშ-ისგან არ მოუპოვებია ლიცენზია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG