Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი უარყოფს ცნობას, რომ რუსეთმა შავ ზღვაზე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა მისი გემისკენ


ბრიტანეთმა უარყო ცნობები, რომ რუსეთის სამხედრო ხომალდმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა ბრიტანეთის გემის მიმართულებით შავ ზღვაზე, და ინციდენტს მიაწერს წინასწარ გამოცხადებულ სამხედრო წვრთნას.

რუსეთის მედიამ 23 ივნისს გაავრცელა ცნობა, რომ მისმა სამხედრო ფლოტმა ბრიტანეთის სამხედრო ხომალდი ბომბებით და ცეცხლის გახსნით გააფრთხილა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ახლოს, რომლის უკანონო ანექსირებაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. "ჩვენი ინფორმაციით, რუსები შავ ზღვაზე სროლაში წვრთნას ატარებდნენ და საზღვაო თემს ამის შესახებ წინასწარ შეატყობინეს" - წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ტვიტერზე და დასძენს, რომ სროლის სამიზნე მათი ხომალდი არ ყოფილა და არც ბომბები ყოფილა ნასროლი ხომალდის მარშრუტის მიმართულებით.

რუსეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს, TASS-ის ცნობით, ინციდენტი მოხდა მას მერე, რაც ბრიტანეთის HMS Defender-მა თითქოს უკანონოდ გადაჭრა სამი კილომეტრი შავი ზღვის იმ მონაკვეთში, რომელსაც რუსეთი თავისად მიიჩნევს. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.

მოსკოვმა ყირიმის ანექსირება 2014 წელს მოახდინა და პრომოსკოვურად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერა დაიწყო უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონ დონბასში, სადაც დღემდე მიმდინარე კონფლიქტს 13,200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს ყირიმის ანექსირების, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიმართ მოპყრობის, არჩევნებში ჩარევის და აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე იმ კიბერთავდასხმების გამო, რომლებშიც რუსეთს ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG