Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმცროსი ბორჯღალოსნები ურუგვაელ თანატოლებთან დამარცხდნენ


საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში, ახალგაზრდულ საერთაშორისო სერიაში მეორე თამაში ჩაატარა და ისევ წააგო.

უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს, ურუგვაის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მხოლოდ პირველ ტაიმში აჯობეს (10:8). შესვენების შემდეგ კი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ ხუთი ქულით დამარცხდნენ - 15:20. ურუგვაისთან მატჩამდე ოთხი დღით ადრე, ქართველმა მორაგბეებმა არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებთან წააგეს უშანსოდ (10:82).

სერიის მესამე შეხვედრას საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 28 ივნისს გამართავს, ტურნირის მასპინძელთან და უმთავრეს ფავორიტთან - სამხრეთ აფრიკასთან. დასკვნითი მატჩი კი უმცროს ბორჯღალოსნებს 3 ივლისს ელით, ოღონდ მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG