Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IPSOS-ის გამოკვლევა: 32% - „ქართული ოცნება", 23% - „ნაციონალური მოძრაობა" 


„მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-ის ​ მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები ასახავს პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს.

შეკითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება" - 32%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 23%
  • გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტია - „საქართველოსთვის" - 8%
  • „გირჩი - მეტი თავისუფლება" - 5%
  • „ევროპული საქართველო" - 3%
  • „ლეიბორისტული პარტია" - 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი" - 3%
  • „ლელო საქართველოსთვის" - 2%
  • „სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%
  • „მოქალაქეები" - 2%
  • „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1%
  • „დროა" - 1%
  • „გირჩი" - 1%
  • „ერთობა, რაობა, იმედი - ერი" - 1%
  • სხვა - 2%
  • უარი პასუხზე - 11%

„მთავარი არხის" ინიფორმაციით, გამოკვლევა ჩატარებულია „მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპონდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG