Accessibility links

site logo site logo

ციხის საკანში გარდაცვლილი ნახეს ცნობილი ანტივირუსული პროგრამის ავტორი


ბარსელონის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს მსოფლიოში პირველი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანტივირუსული პროგრამის, VirusScan-ის შექმნელი კომპანიის, McAfee-ის დამაარსებელი ჯონ მაკაფი.

ესპანეთის კატალონიის მხარის იუსტიციის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 23 ივნისს, ჯონ მაკაფიმ თავი მოიკლა. ერთი დღით ადრე, ესპანეთის სასამართლომ მაკაფის აშშ-ში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

აშშ-ის პროკურატურა 75 წლის ჯონ მაკაფის ბრალს სდებდა გადასახადებისთვის თავის არიდებაში, თაღლითობასა და კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრებაში. მაკაფი, რომელიც ბრალდებას უარყოფდა, აშშ-ის მოთხოვნით, ესპანეთში 2020 წელს დააკავეს.

ჯონ მაკაფიმ ტვიტერზე 16 ივნისს გამოაქვეყნა ბოლო შეტყობინება, რომელიც მთავრდებოდა სიტყვებით, “მე არაფერი მაქვს, მაგრამ არაფერს ვნანობ“.

მაკაფის მიერ 80-იან წლებში დაარსებული კომპანია McAfee 2010 წელს, 7.6 მილიარდ დოლარად შეიძინა კორპორაცია Intel-მა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG