Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გამოტანილია პირველი განაჩენი კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეზე


კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ პირველი განაჩენი გამოიტანა კაპიტოლიუმზე 2021 წლის იანვარში განხორციელებული თავდასხმის საქმეზე.

მოსამართლე როის ლამბერტმა შტურმში მონაწილეობის გამო დამნაშავედ ცნო ინდიანის შტატის მცხოვრები, 49 წლის ანა მორგან-ლოიდი და სამწლიანი პირობითი სასჯელი დააკისრა, 500 დოლარის ჯარიმასა და 40-საათიან საზოგადოებრივ სამუშაოსთან ერთად.

მოსამართლემ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ანა მორგან-ლოიდი კაპიტოლიუმის შენობაში მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, ძალადობაში უშუალოდ არ მონაწილეობდა და წარსულში ნასამართლევი არ არის. თავად მორგან-ლოიდმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში შევიდა ტრამპის მშვიდობიანად მხარდაჭერის მიზნით და სირცხვილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ აქცია ბარბაროსულ ძალადობაში გადაიზარდა.

2021 წლის 6 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალი წაყენებული აქვს საერთო ჯამში, 500-მდე ადამიანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG