Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვასაძე თურქეთშია „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“


ულტრაკონსერვატორი პოლიტიკოსი ლევან ვასაძე თურქეთში იმყოფება, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

„სხვადასხვა სიმპტომები ჰქონდა და კვლევებზე გადაფრინდა თურქეთში“, - ციტირებს IPN ვასაძის თანაგუნდელს, სოსო მანჯავიძეს. მისივე ცნობით, ვასაძე სუსტად გრძნობს თავს და აქვს ჰაერის უკმარისობა, რისი მიზეზიც საქართველოში ვერ დაადგინეს.

მედიაში, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ვასაძე, შესაძლოა, მოწამლეს. ამას უარყოფს მედიასთან კომუნიკაციაში ვასაძის დამხმარე. ის რადიო თავისუფლებასთან, ასევე, უარყოფს ინფორმაციას ვასაძის ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ამბობს, რომ ორგანიზაცია „ერი“ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს მოგვიანებით.

ლევან ვასაძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰომოფობი და ანტი-ლგბტ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. თბილისში ლგბტქ „ღირსების მარშის“ დაანონსებიდან მალე ვასაძემ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. 15 ივნისს მან „ქართული ოცნებას“ 10-დღიანი ვადა მისცა მარშის გასაუქმებლად და „გარყვნილების პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მისაღებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG