Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენმა გერმანიის ხელისუფლებას „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებული რისკები შეახსენა

ენტონი ბლინკენი და ჰაიკო მაასი
ენტონი ბლინკენი და ჰაიკო მაასი

გერმანიაში სამუაშა ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, გერმანიის კანცლერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კვლავ გაიმეორა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებული გაფრთხილება.

„გაზსადენი საბოლოო ჯამში რუსული გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ემუქრება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და პოტენციურად ძირს უთხრის უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანახმად, გერმანულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება აუცილებელ კონკრეტულ ზომებზე, რომელიც უფლებას არ მისცემს „რუსეთსენერგეტიკა უკრაინასა თუ ევრoპის სხვა რომელიმე ქვეყანაზე ზეწოლის ისნტრუმენტად“ გამოიყენოს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომაზე მსჯელობა იქნება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვაშინგტონში დაგეგმილი ოფიზილური ვიზიტის დროს. გერმანია ამ საკითხში უკრაინასთანაც „მჭიდროდ თანამშრომლობს“, - დასძინა ჰაიკო მაასმა.

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 15 ივლისს უმასპინძლებს გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, ვიზიტის ფარგლებში, რომელიც დაადასტურებს მათი ქვეყნების "ღრმა, ორმხრივ კავშირს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG