Accessibility links

site logo site logo

გია ბუღაძის ნახატები პარლამენტის მეფეთა დარბაზში პანელებით დაფარეს


კედელი ნაცრისფერი საფარით დაფარვამდე და მას შემდეგ

საქართველოს პარლამენტის შენობაში, ბაგრატოვანთა (მეფეთა) დარბაზის კედლის მოხატულობას, რომელიც 2002 წელს ზურაბ ჟვანიას თხოვნით შეასრულა მხატვარმა გია ბუღაძემ, პანელები აქვს აფარებული და თითქმის მთლიანად დაფარულია. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საქართველოს პარლამენტში, ნახატების დაფარვის გადაწყვეტილება მისი დაცვის მოტივით იქნა მიღებული, ვინაიდან ამ დარბაზში ხშირად ტარდებოდა შეხვედრები და არსებობდა საფრთე ნახატების დაზიანების.

"ამ ოთახში ხშირად ტარდება სხვადასხვა სამუშაო შეხვედრები და ნახატების დაცვის მიზნით აქვს აფარებული აქვს ქსოვილის შემცველი დამცავი პანელი"- უთხრეს რადიო თავისუფლებას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG