Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ედისონ რისერჩი"-ის გამოკვლევით თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატებს შორის კალაძე ლიდერობს


კახა კალაძე
კახა კალაძე

გამოკვლევას, რომელიც კომპანია „ედისონ რისერჩ"-მა ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ჩაატარა, ასახულია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის სავარაუდო სამი კანდიდატის რეიტინგები.

შეკითხვაზე, დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, თუ ამ სამ კანდიდატს შორის იქნებოდა? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 32% - კახა კალაძე;
  • 17% - ნიკა მელია;
  • 15% - გიორგი გახარია;
  • 18% - არცერთი;
  • 18% - არვიცი/უარი პასუხზე.

შეკითხვაზე, რომელშიც კანდიდატები არ არის დასახელებული, განსხვავებული პასუხებია - დღეს, რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას ამ არჩევანის შემთხვევაში? ამომრჩეველი პასუხობს:

  • 34% - გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი;
  • 30% - „ქართული ოცნების" კანდიდატი;
  • 13% - გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" კანდიდატი
  • 7% - არცერთი;
  • 16% - არ ვიცი/უარი პასუხზე.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩი"-​მა ჩაატარა. გამოკვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG