Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი მოსკოვში დაბრუნდა


აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი, 2021 წელი, აპრილი
აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი, 2021 წელი, აპრილი

შეერთებული შტატების ელჩი მოსკოვში, ჯონ სალივანი, ხუთშაბათს მოსკოვში დაბრუნდა, - იტყობინება "ინტერფაქსი".

"მოხარული ვარ, რომ ვბრუნდები მოსკოვში იმისთვის, რომ გავაგრძელო მუშაობა შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის გამოცდილ და სანდო გუნდთან ერთად, რუსეთში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესების წინ წამოსაწევად.

მე რუსეთის ფედერაციის მთავრობაში ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის იმედი მაქვს ჩვენი მიზნების მიღსაწევად - რაც არის სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის", - განუცხადა სალივანმა სააგენტოს.

შეერთებული შტატების ელჩი აპრილის ბოლოს გაემგზავრა ვაშინგტონში. 16 აპრილს, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა ახალი სანქციების შემოღების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ და რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სალივანს სახლში გამგზავრება ურჩია კონსულტაციებისთვის.

იგივე რეკომენდაცია გადასცა მას შეხვედრაზე იური უშაკოვმაც, ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ.

20 ივნისს რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი, ნიუ-იორკში დაბრუნდა სამთვიანი პაუზის შემდეგ. მარტში ის მოსკოვში გაიხმეს კონსულტაციებისთვის - ეს მოხდა იმის შემდეგ დღეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ტელე-ინტერვიუში , დაეთანხმა იმ დებულებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, "მკვლელია".

შეთანხმება ელჩების დაბრუნების შესახებ მიღწეული იქნა ჟენევის სამიტზე, სადაც პუტინი და ბაიდენი ერთმანეთს 16 ივნისს შეხვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG