Accessibility links

site logo site logo

მსხვერპლი მოჰყვა ჩეხეთისთვის უჩვეულო, დამანგრეველ ტორნადოს


ჩეხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქვეყნისთვის უჩვეულო, დამანგრეველი ტორნადოს გამო. არიან დაღუპულებიც, თუმცა, მათი ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულია 300-მდე ადამიანი.

ტორნადომ თითქმის მთლიანად დაანგრია რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ქარის სიჩქარე პერიოდულად აღწევდა 322 კმ/სთ-ს.

ქარიშხალს თან ახლდა ძლიერი სეტყვა. სტიქიის გამო, ჩეხეთის ბევრ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ფესვებიანად მოგლეჯილი ხეებით ჩაიხერგა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავისკენ მიმავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი.

24 ივნისს საღამოს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, ევროკავშირის სამიტში მონაწლეობის შემდეგ იძულებული გახდა ბრიუსელში დარჩენილიყო, რადგან მისი თვითმფრინავის პრაღის აეროპორტში დაშვება სარისკოდ ჩაითვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG