Accessibility links

site logo site logo

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები


პარლამენტმა მეორე მოსმენით 95 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს.

საკანონმდებლო ცვლილებების კენჭიყრაში არ მონაწილებდა “ნაციონალური მოძრაობა“, სხვა საპარლამენტო ოპოზიციურმა ჯგუფებმა კანონის პროექტს მხარი დაუჭირეს, მიუხედევად იმისა, რომ კენჭისყრის დაწყების წინ აღნიშნეს რომ რიგ მუხლებს არ იზიარებენ.

ახალი პროექტის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრების რაოდენობა 12-დან 17-მდე იზრდება. „შარლ მიშელის შეთანხმების“ თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი“ უნდა ყოფილიყო და ეს პროექტშიც ასეა. არჩევნებზე შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს 5 წლის ვადით, პრეზიდენტის წარდგინებით, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი სხვა შემთხვევაში – ექვსი თვით.

იცვლება ასევე საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც და ამასთან დაკავშირებით ცესკო გადაწყვეტილებებს ხმათა 2/3-ით მიიღებს. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს შემადგენლობა მთლიანად არ იცვლება.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების“ ჯგუფის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარს აღარ დაუჭერენ, თუ მასში არ აისახა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული სადავო მუხლი. ასევე მუხლი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიაში გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით. ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებებით გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული მუხლი უარესდება. თუ აქამდე არსებული ჩანაწერით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, საარჩევნო სიაში ყველა მეორე ქალი უნდა ყოფილიყო, ახლა ჩაიწერა, რომ ყველა მესამე უნდა იყოს განსხვავებული სქესის, რითაც საკანონმდებლო ნორმა გაუარესდა. ამ მოსაზრებას არ იზიარებენ პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დეპუტატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG