Accessibility links

site logo site logo

გამყრელიძე: „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ვაქცინა, სავარაუდოდ, ივლისის პირველ დეკადაში შემოვა


„ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ვაქცინა, რომელსაც საქართველო 22 ივნისისთვის ელოდა, სავარაუდოდ, ივლისის პირველ დეკადაში შემოვა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 25 ივნისს მიმდინარე ვებინარზე.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ქვეყანაში შეჩერებულია "ასტრაზენეკათი" აცრა მათთვის, ვისაც ამ ვაქცინის პირველი დოზით აცრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა აცრა შეეძლებათ იმ პირებს, ვისაც პირველი დოზა გაკეთებული აქვთ და პირველი აცრის გაკეთებიდან გასულია 10-დან 12 კვირამდე დრო. მეორე დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. 30 ივნისის შემდეგ "ასტრაზენეკას" ქვეყანაში დარჩენილი მარაგები მობილიზებული იქნება თბილისში მხოლოდ 3 კლინიკაში [რესპუბლიკური, ინფექციური და იაშვილი], მანამდე კი სხვა კლინიკებშიც არის რეგისტრაცია მეორე დოზაზე შესაძლებელი.

საქართველოს "კოვაქსის" პლატფორმიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინა ორჯერ მიეწოდა - 13 მარტს 43 ათას 200, მეორედ - 6 მაისს. მესამე პარტია უნდა შემოსულიყო 22 ივნისს, თუმცა, ვაქცინის შემოსვლის თარიღმა გადაიწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG