Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის ლიდერების თქმით, მათ მოუწოდეს უნგრეთს, პატივი სცეს ლგბტ უფლებებს ან დატოვოს კავშირი


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის სამიტს ტოვებს. ბრიუსელი, 25 ივნისი.

ევროკავშირის ლიდერების თქმით, მათ მოუწოდეს უნგრეთს, პატივი სცეს ლგბტ უფლებებს ან დატოვოს ევროკავშირი. ევროკავშირის ლიდერებმა მწვავე დისკუსია გამართეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მისი ქვეყნის ახალი კანონის გამო, რომელიც სკოლებში კრძალავს მასალების გამოყენებას, რომლებიც ჰომოსექსუალობის პროპაგანდად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ 25 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის რამდენიმე კოლეგას ორბანთან პირადი შეტაკება ჰქონდა ევროკავშირის ორდღიანი სამიტის დროს.

„მართლა ძალიან ძლიერი იყო ღრმა გრძნობა, რომ ეს არ შეიძლება. საქმე ჩვენს ღირებულებებს ეხებოდა. ეს ისაა, რასაც ვიცავთ“, თქვა რუტემ სამიტის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე.

კანონმდებლობის ცვლილებები, რომლებიც უნგრეთის პრეზიდენტის დამტკიცებას ელოდება, კრძალავს სქესის ცვლილებასთან დაკავშირებული მასალების ან „ჰომოსექსუალობის ჩვენებას და ხელშეწყობას“ სკოლებში, ფილმებსა და რეკლამაში.

ამ საკითხის გარშემო დისკუსიამ ყურადღების ცენტრში მოაქცია ევროკავშირის უუნარობა, დაიმორჩილოს „არალიბერალური დემოკრატიები“ საკუთარ რიგებში, უნგრეთი და პოლონეთი, რომელთა ღრმად კონსერვატიული, ნაციონალისტური და ანტიიმიგრანტულად განწყობილი მთავრობები წლების განმავლობაში უგულებელყოფდნენ ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებს. როგორც იტყობინებიან, მხოლოდ პოლონეთმა და სლოვენიამ დაუჭირეს მხარი უნგრეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG