Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარიას თქმით, "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ემსგავსება


საქართველოს ყოფილი პრემიერი და მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი ყოფილი პარტია და ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ემსგავსებიან. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ამ ბოლო პერიოდში, როცა "ქართულ ოცნებას" უჭირს კონკურენტებთან ოპონირება, ძალიან ემსგავსება "ნაციონალურ მოძრობას". აი, სიტყვების დონეზე, ფრაზების დონეზე, ქმედებებზე არაფერს არ ვამბობ. ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს. ეს არის იმედგაცრუება", - თქვა გახარიამ.

გიორგი გახარია ახალი პარტიის "საქართველოსთვის" დაფუძნებით პოლიტიკაში კვლავ დაბრუნდა. ამის შემდეგ ის კრიტიკულად აფასებს თავის ყოფილ პარტიას და "ნაციონალურ მოძრაობას".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG